2023 წლის 09-10 ოქტომბერს ქალაქ გორში Heks Eper Georgia-ს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ მედია კომპონენტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისთვის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მერიების და საკრებულოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენელთათვის, რომელსაც ასევე ესწრებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის“ განყოფილების სპეციალისტი მარტინ თარზიანი.
პროექტის მედია კომპონენტის მიზანია ტრენინგის მონაწილეებმა განავითარონ ეთნიკური უმცირესობების საკითხების სიღრმისეული გაშუქების პროფესიონალურად წარმართვის, მათ შორის, ანალიტიკური სტატიების ან მულტიმედიური მასალების მომზადების ცოდნა და უნარები.












