29.11.2023 ახალქალაქის N 1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება გაიმართა თემაზე „მე მიყვარს საქართველო“, რომელსაც ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე სოღომონ ასლანიანი.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს შორის ტოლერანტობის დანერგვა, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, საქართველოს 12 რეგიონის ისტორიისა და აწმყოს უფრო ღრმად შესწავლა, ამ რეგიონების კულტურების ურთიერთგავლენისა და მათი მკაცრად დაცული თავისებურებების გაცნობა




















