16.11.2023წ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ თავმჯდომარე ნაირი ირიციანი საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში გამართულ „გენდერული თანასწორობის“ ღონისძიებაში მონაწილეობდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ორენოვანი პრეზენტაციები. მორიგი შეხვედრა მოსწავლეებთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება, რომელშიც სხვა სკოლების მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.











