ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრების დროს იყო უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ადგილ-ადგილ დანგრეულია სარწყავი სისტემები ან წყალი არ მიედინება. დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის ინიციატივით სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენელები, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აზარაშვილი და ენოკ ბაბაჯანიანი, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანი.
გიორგი აზარაშვილმა განაცხადა, რომ: „ორი ძირითადი პრობლემიდან, რაც არსებობდა, ერთი დღეს უკვე მოგვარებულია, მეორეზე კი ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაც ამ დღეებში მოგვარდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადაც არის გარკვეული საკითხები, ჩვენ ეს ვიცით და ვმუშაობთ ამ საკითხების მოსაგვარებლად“. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზოგადად კმაყოფილია შპს “საქართველოს მელიორაციის” მუშაობით.






