ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხელოვანთა კავშირის ორგანიზებით მე-16 ეროვნული კონკურსი “მომავლის ვარსკვლავები’’ ჩატარდა. აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობას ღებულობდნენ ახალქალაქის ა(ა)იპ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები არსენ კარაპეტიანი და ვალერია სტელმაშოვა-პედაგოგი სვეტლანა კაროიანი. მე-16 ეროვნული კონკურსში I ადგილი დაიკავეს და ლაურეატის წოდება მიიღეს არსენ კარაპეტიანმა და ვალერია სტელმაშოვამ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მხარს უჭერს და აფინანსებს ნიჭიერი ახალგაზრდების მონაწილეობას მაღალი დონის საერთაშოროსო და ადგილობრივ კონკურსებში და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას․
ვულოცავთ მუსიკალურ სკოლის კოლექტივს, მასწავლებელს სვეტლანა კაროიანს და მის მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას.






