27/09/2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს წევრებთან, მათ შორის ქალაქ ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ჰაკობ ჩახმახჩიანთან და კარაპეტ პალოიანთან ერთად, ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ, და მოისმინეს მათი მოსაზრება ქუჩის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სამუშაოები 2021 წელს დაიწყო, განხორციელების თვალსაზრისით საკმაოდ რთული იყო. მოსახლეობამ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც გზის მშენებლობის დროს გადალახეს, ამასთან აღნიშნეს, რომ სამუშაოების ხარისხით კმაყოფილები არიან, გზა დაგვიანებით, მაგრამ კარგად აშენდა. საგზაო მონიშვნისა და საგზაო ნიშნების დამონტაჟების გარდა, მოსახლეობა უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გზებზე ხელოვნური რეზინის მუხრუჭების (ე.წ. „მწოლიარე პოლიციელების“) დაყენებას ითხოვს.














