შეხვედრა სოფ.სულდასა და ხავეთის მოსახლეობასთან.

შეხვედრა სოფ.სულდასა და ხავეთის მოსახლეობასთან.

18.09.2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მორიგი შეხვედრა გამართა სოფ.სულდასა და ხავეთის მოსახლეობასთან.
მოქალაქეების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული პირები ყოველ შეხვედრაზე უსმენენ მოსახლეობის აზრს, შემდგომ კი ეს ყველაფერი შეტანილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაში.
ამ კონტექსტში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებული პროექტებზე, რაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე თანამდებობის პირებმა მუნიციპალიტეტის განვითარების სწორი გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სახელმწიფოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რაც მდგრადი განვითარების გარანტიაა.
სოფლებში, მოსახლეობის ინიციატივით, კერძო პირებისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება: მინი საფეხბურთო სტადიონი, გზის მშენებლობა და ხიდის მშენებლობა, რაც მათი თემისადმი მზრუნველი დამოკიდებულების დასტურია.
აღნიშნეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა საგზაო სამუშაოების დასრულებას ზამთრის წინ. მაღალმთიანი სოფლების პრობლემად კვლავ რჩება გაზიფიკაციის უქონლობა, თუმცა იმედია ეს საკითხიც მოგვარდება.
მოსახლეობისთვის ასევე პრობლემურია საზღვრისკენ მიმავალი ვაჩიან-სულდას გზის გადატვირთულობა, გზის გრძელ მონაკვეთზე სატვირთო მანქანების გაჩერების გამო გზის შევიწროება, გზის გასწვრივ ნაგვის გროვების გამოჩენა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პასუხისმგებელი ორგანოები პრობლემის მოსაგვარებლად ზომებს მიიღებენ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights