ღონისძიებები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში

ღონისძიებები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საყოველთაო 16-დღიან კამპანიას შეუერთდნენ
აგრეთვე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოც“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ „გენდერული
ძალადობის წინააღმდეგ საყოველთაო 16-დღიანი კამპანიის“ ფარგლებში საინფორმაციო
შეხვედრები გამართა ახალქალაქის 5 საჯარო სკოლების, სოფელი ტურცხისა და ვაჩიანის
საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ
და ისაუბრეს მისგან დაცვისა და პრევენციის გზებზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭომ
შემაჯამებელი სხდომა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი
ირიციანი, ახალქალაქის პოლიციის გამოცდილი სპეციალისტი ჰრიფსიმე თუმასიანი და
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახალხო დამცველის აპარატის
წარმომადგენელი რეგიონში ანდრანიკ ბაღდასარიანი, რომლებიც თანამშრომლობენ
საბჭოსთან. შეხვედრას ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა უმასპინძლეს.
შეხვედრებზე ბევრი საკითხია განხილული, მიმართვები მასზეც, რომ ოჯახის ნებისმიერი
წევრი შეიძლება გახდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა ღრმად მოქმედებს
ბავშვებზე, მაშინაც კი, თუ ისინი ამაზე არ საუბრობენ. ბავშვი, რომელიც ძალადობის
მსხვერპლი იყო ან შეესწრო ძალადობას, შეიძლება გახდეს თავშეკავებული, შეშფოთებული
ან დეპრესიული.
ოჯახში ძალადობის პრევენციის სფეროში მნიშვნელოვანი და ეფექტურია გენდერული
თანასწორობის საბჭოს, პოლიციისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
ერთობლივი მუშაობა, რაც იძლევა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქცევითი
ცვლილებების დაფიქსირების საშუალებას.
16 დღიანი კამპანია მიზნად ისახავდა გამყარებული დამოკიდებულებების, სტერეოტიპებისა
და ცრურწმენების დაძლევას, რაც ხელს უწყობს ქალთა მიმართ ძალადობას.
გენდერული ძალადობის სხვადასხვა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლა არა 16 დღიანია, არამედ 365.
იყავით ტოლერანტული ერთმანეთის მიმართ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights