15.03.2023წ. სომეხთა სამოციქულო ეკლესია „მიჯინქს“ – დიდი მარხვის ნახევარს/ შუაგულს/ აღნიშნავს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა ეკლესიაში იმართება ქადას ფესტივალი, როდესაც ყველა ქალი ამზადებს ქადას და მოაქვს ეკლესიაში. ქადას აკურთხებენ და მერე მიირთმევენ. ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.


