ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჰოვიკ მურადიანმა საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანს გააცნო ის საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს, ანუ სოფელ ჩამდურას სკოლაში კლასების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად 19.09.2023 წელს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელს მანუჩარ მიქელაძეს შეხვდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, სკოლებში კლასების კომპლექტაციის პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
დაახლოებით 10-15 სკოლაში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ისინი გაერთიანდებიან. ამასთან, არ შეიძლება 2 კლასზე მეტის გაერთიანება, თუ ორივე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 10-ს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ კლასში ერთი საგნის მასწავლებელი ასწავლის. ამიტომ სკოლაში გაკვეთილების რაოდენობა მცირდება.
მადლობას ვუხდით ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სწრაფი რეაგირებისა და ინფორმაციისთვის.

