ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სოფელ ბარალეთში, კოჩიოში, იხტილაში, მერენიაში, ტურცხსა და ლომატურცხში გუშინ სეტყვამ და კოკისპირულმა წვიმამ ყველა გაანადგურა მარცვლეულის ყველა კულტურა და დააზიანა კარტოფილის მინდვრები, სახლები და მეურნეობები დაიტბორა. გუშინდელი დღიდან ხალხი მინდვრებიდან წყალს ამოტუმბავს, სეტყვა კი, ერთი დღის შემდეგაც არ დნება․ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება და მიღებული ზარალის შესაფასებლად ყველა ზემოაღნიშნული ადგილი საკომისიო წესით მოინახულა. დღეს ამ ადგილებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ესტუმრნენ და ამ სოფლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ზოგიერთ ნაკვეთებში ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა (გზები, მილები, ხიდები, არხები). ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენაზე.





















