01/06/2023. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრისა და სამინისტროს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა განათლებისა და იუსტიციის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწუმენებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი მელქონ მაკარიანი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები. სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.







