გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საყოველთაო 16-დღიან კამპანიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „გენდერული თანასწორობის საბჭოც“ შეუერთდნენ.
06/12/2023 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ნინო წულუკიანი, გრეტა წიწავა, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღინი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები მელქონ მაკარიანი, ნაირი ირიციანი, ანი მოსოიანი, ვაჰან აროიანი და ორივე მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წარმომადგენელი ინა კაპანაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და სტუდენტებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, სტუმრებმა შინაარსიანი სიტყვით გამოვიდნენ.
ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის პრიორიტეტი და ნათლად გამოხატავს ჩვენს პოლიტიკურ ნებას ვიმუშაოთ ამ საკითხებზე.









