გენდერული ფესტივალი

გენდერული ფესტივალი

13.04.2023წ DVV INTERNATIONAL-ის მხარდაჭერით ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „გენდერული ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ და ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, “გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრები, ახალქალაქის მერიის წარმომადგენლები.
ფესტივალში თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრებით მონაწილეობდნენ ქალი მეწარმეები, ახალგაზრდა შემოქმედები, მხატვრები, ასევე „გენდერული თანასწორობის“ ჟურნალისტური კონკურსის მონაწილეები და სხვა აქტიური ქალები.
„მოზარდთა განათლების ცენტრის“ საქმიანობა და მიღწეული შედეგები დამსწრეებს ცენტრის დირექტორმა შორენა თეთვაძემ გააცნო.
შემდეგ მუნიციპალურ გენდერულ პოლიტიკაზე ისაუბრა „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, სედა მელკუმიანმა. გენდერული თანასწორობის თემაზე სხვა აქტიურმა ქალებმაც ისაუბრეს.
ფესტივალი ფილმის ჩვენებითა და მისი განხილვით დასრულდა.
ღონისძიება იყო საინტერესო და წარმატებული.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights