მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემა ბუნებრივი აირის ნაკლებობაა. ზამთარი კი ბუნებრივი აირის გარეშე გაცილებით ძვირი და რთულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი თახჩა მუნიციპალიტეტის იმ 20 სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც ჯერჯერობით გაზიფიცირებული არ არის.
მოსახლეობის დახმარებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების პრიორიტეტიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საკრებულოს წევრი არარატ აივაზიანი.
გაზიფიცირების სამუშაოების განსახორციელებლად და სოფლის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემის გადასაჭრელად, თახჩის მკვიდრმა ქველმოქმედებმა კარენ და მისაკ ღაზარიანებმა, ანდრანიკ სურმალიანმა საკუთარი ფინანსური რესურსების ინვესტიციით დაგეგმეს და თითქმის დაასრულეს მშობლიური სოფლის გაზიფიცირების პროექტი. ეს პროექტი ასევე კარგი შესაძლებლობაა სოფელ აბულის შემდგომი გაზიფიკაციისთვის.
უღრმეს მადლობას ვუხდით ქველმოქმედებს წარსული განხორციელებული ქველმოქმედებისა და ამჟამინდელი გაზიფიცირების პროექტში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სოფელ თახჩას განვითარებას, ხელს შეუშლის მოსახლეობის მიგრაციას და სოფლის დაცლას .
ასევე მადლობას ვუხდით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, არარატ აივაზიანს სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.


