01/11/2023 11:00 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარისა და კომისიების თავმჯდომარეების წლიური ანგარიშების მოსმენა.
საკრებულოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და მუნიციპალიტეტის სხვა ოფიციალური პირები, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საკრებულოს რეგლამენტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა წარმოადგინა ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ზ ქვეპუნქტის საფუძველზე და საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშები წარადგინეს ასევე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა სედა მელკუმიანმა, გენადი ელიზბარიანმა, სოღომონ ასლანიანმა, გრიგორ კარაგებაკიანმა და სიფან შიპაკციანმა.
დამსწრეთა შეფასებით, ანგარიში ყოვლისმომცველი და სრულყოფილი იყო.


