ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა წევრები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გეგმის ფარგლებში ოფელ ვაჩიანის მოსახლეობას შეხვდნენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა წევრები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გეგმის ფარგლებში ოფელ ვაჩიანის მოსახლეობას შეხვდნენ.

22.09.2023წ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა წევრები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გეგმის ფარგლებში ოფელ ვაჩიანის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე და განაცხადეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები გენდერულად მგრძნობიარეა, რადგან ამით თანაბრად სარგებლობენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.
ახალაშენებული მინი-სტადიონი ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის თანაბარ წინაპირობას წარმოადგენს. მაგალითად, ჩვენს მუნიციპალიტეტში გოგონები სპორტშიც წარმატებულები არიან, სხვადასხვა შეჯიბრებიდან გამარჯვებით ბრუნდებიან. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ბიჭებმა შეხვედრაზე აღნიშნეს. კერძოდ, ჩვენს სოფელში გოგონები სპორტით არ არიან დაკავებულნი, რადგან დედები არ უშვებენ, ან თავისუფალი დრო არ აქვთ-სახლის საქმეებით არიან დაკავებულები.
შეხვედრის მონაწილეებს აწუხებდა მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა: გარე განათების ნაკლებობა, მრავალი სატვირთო მანქანის გამო გზის გადატვირთვა, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გზაზე რეზინის ხელოვნური მუხრუჭების (ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“) დაყენება. წარდგენილი საკითხები შესაბამისი ორგანოების ყურადღების ქვეშაა და უახლოეს მომავალში მოგვარდება.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights