08․05․2023წ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები კრივში 54 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონ გორ აივაზიანს შეხვდნენ. ევროპის ჩემპიონატი სომხეთში გაიმართა, ახალგაზრდულ პირველობაში გორ აივაზიანმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გორ აივაზიანი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის 2022 წლის ჩემპიონი, ასევე მსოფლიო ჩემპიონატისა და მრავალი საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი.
ვულოცავთ გორ აივაზიანს და მის მწვრთნელს გაგიკ ელიზბარიანს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ შეჯიბრებებში.




