მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება

მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება

 

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის ამავე დაავადებისთვის) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“; ქვეპუნქტი და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 800 (რვაას) ლარს, დაფინანსება მოხდეს შემდეგი ლიმიტებით:

ბ.ა) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა არის 800-დან 1000 ლარამდე, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი /გადახდილი თანხის , 30%-მდე  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

ბ.ბ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 30%-მდე  არაუმეტეს     1000 (ათასი) ლარისა;

ბ.გ) თუ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება /აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის  30%-მდე  არაუმეტეს,  1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights