მოქალაქეთა საყურადღებოდ!
✔️ სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
2023 წელს დაბადებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზერეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემაერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ–ერთი მშობელი მაინცრეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
✔️ ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:
ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 250 ლარი;
ბ) მესამე ახალშობილისთვის – 500 ლარი;
გ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;
დ) მე-4 ახალშობილის შემდგომი, ყოველი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში300(სამასი) ლარით მეტი.
✔️ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ერთ–ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) ახალშობილის(ების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომიახალშობილის დაბადების შემთხვევაში);
ე) ერთ–ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
✔️ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილსაბანკო ანგარიშზე.

