ახალშობილთა ოჯახების დახმარება

ახალშობილთა ოჯახების დახმარება

 

1. მიმდინარე კალენდარულ წელს ახალშობლის შეძენის  შემთხვევაში ყოველი ახალშობილისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტი,ახალშობლის მშობლებს (ოჯახს) გასცემს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი და მეორე ახალშობილისთვის – 250 ლარი;

ბ) მესამე ახალშობილისთვის – 500 ლარი;

გ) მეოთხე ახალშობილისთვის – 800 ლარი;

დ) მე-4 ახალშობილის შემდგომი ყოველი ახალშობილისთვის დაბადების შემთხვევაში 300(სამასი) ლარით მეტი.

 

თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან. განმცხადებელი  უნდა წარადგინოს ცნობა სხვა მუნიციპალიტეტიდან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობის და  კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

 

თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში,თუ ოჯახი წარადგენს ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს (რომელიც რეგისტრირებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში) მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ ცნობას განმცხადებლის ოჯახის შემაგენლობის და  კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights