


საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვრამდე საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

