
11.01.2023წ ჩატარდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
-საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებებისა და საქართველოს რეგიონებში მთის ფონდის მიერ დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების განხილვა
-2023 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების გეგმის შედგენის განხილვა
-საკრებულოსა და მერიის ერთობლივი სამუშა ჯგუფის შექმნის შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო ადამიანების აღრიცხვის, მათთვის საცხოვრისისა და სასადილოების შექმნისთვის
-ახალქალაქ-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების, მისი გაწმენდისა და შემდგომი მონიტორინგის განხილვა.

