ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფელ ხულგუმოში ეწვივნენ და ხულგუმო – კულიკამი გზის მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ზოგადად სამუშაოები სრულდება დროულად და ხარისხიანად.






