24.05.2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საკრებულოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აგრეთვე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი გამოსვლები სახელმწიფო და მშობლიურ ენებზე. ლიტერატურულ გამოსვლების, სიმღერასა და ცეკვის შემდეგ წარმოდგენილი იქნა საქართველოს რეგიონები ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვით, ასევე თითოეული რეგიონის ტრადიციებისა და კერძების ნიმუშებით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ულამაზესი გამოფენით დასრულდა.
მადლობა ორგანიზატორებს და სკოლის დირექციას საინტერესო ღონისძიებისთვის.














