08.05.2023წ მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრის შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა ახალქალაქის მთავარი გზების ის მონაკვეთები, რომლებიც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევების დაფიქსირების ადგილებს წარმოადგენს.
საგზაო ნიშნების არარსებობის გამო, მუდმივად ფიქსირდება უბედური შემთხვევები. სახიფათო მონაკვეთის დაწყებამდე აუცილებლად უნდა განთავსდეს შესაბამისი საგზაო ნიშანი. მათი დაყენება ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.
შესაბამისი წერილი გაეგზავნება პასუხისმგებელ ორგანიზაციას საკითხის დროული გადაწყვეტისთვის.











