05/04/2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნაირი ირიციანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. მოსწავლეები ბევრ საკითხზე ესაუბრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.


