27.03.2023
ქალთა თვის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ განხორციელებული “ახალგაზრდა მოხალისეები მდგრადი განვითარებისთვის” სასკოლო პროექტის ფარგლებში გაიმართა გამოფენა/ღონისძიება “არა ქალთა მიმართ ძალადობას”, რომელიც ორგანიზებული იყო ქ. ახალქალაქის # 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეების მიერ. ღონისძიებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრები მონაწილეობდნენ.
მადლობას ვუხდით მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისთვის.


