
Ge/ Am
✔️ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელებმა- გიორგი ორჯონიკიძემ და ვასილ ოსიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე.
პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ,პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი, მერის მეორე მოადგილე, მკრტიჩ მღდესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და თვითმმართველი ერთეულის სხვა წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მოქალაქეები და მედია საშუალებები.
#არაფემიცდის
#არაქალთაძალადობას

