
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მჭედლიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ გოგაშენში, აფნიასა და კოთელიაში.
სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საჭოროებებზე იმსჯელეს.

