7 დეკემბერი 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღეა.
დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სამველ მანუკიანის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მელკონ მაკარიანის ხელმძღვანელობით პატივი მიაგეს 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის ეზოში მდებარე ხაჩქარი ყვავილებით შეამკეს.









