აქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში დაიწყო სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა.
პროგრამა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, სტარტაპერებს, სოციალურ საწარმოებს, მედია საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს ერთიანობისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერაში სხვა შესაძლო აქტორებს.
Საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
Საგრანტო პროგრამა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ბიზნეს აქტორებს სთავაზობს საგრანტო დაფინანსებასა და თანადაფინანსებას (ბიზნეს ინიციატივების შემთხვევაში) $120,000-ის ფარგლებში (ხანგრძლივობა მაქსიმუმ 18 თვე).  აღნიშნული პირობების გადახედვის შემთხვევები დეტალურად გაწერილია საგრანტო პროგრამის აღწერაში.
Საგრანტო პროგრამა ფუნქციონირებს ღია კარის პრინციპით. პროგრამის ფარგლებში ყველა საპროექტო მხარდაჭერა გაიცემა და განხორციელდება 2026 წლის 15 დეკემბრამდე.
Შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს გაეროს ასოციაციის ელ. ფოსტის მისამართზე – una@una.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა”.
მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ დანართი ქართულ და სომხურ ენებზე.
სამცხე-ჯავახეთში პროექტის სამიზნე არეალებია ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.  გთხოვთ უზრუნველყოთ ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება დაინტერესებულ მხარეებთან.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights