23 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში „ახალქალაქი ჰესის“ გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, 220 ცალი ნერგი დაირგო, საიდანაც 100 ცალი ნერგი კაუჭა ფიჭვია, 70 ცალი – იფანი, 50 ცალი კი, ნეკერჩხალი.

23 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში „ახალქალაქი ჰესის“ გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში, 220 ცალი ნერგი დაირგო, საიდანაც 100 ცალი ნერგი კაუჭა ფიჭვია, 70 ცალი – იფანი, 50 ცალი კი, ნეკერჩხალი.

🌳
აქცია, რომელსაც „ახალქალაქი ჰესი“ ახორციელებს სამ წელზე იყო გათვლილი (2021 – 2023 წწ.) და გარემოს გამწვანებას ისახავს მიზნად. აქტივობა დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
ახალი ნერგები დაირგო ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2 ჰიდროელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე, 50 ცალი ნერგი, როემლიც კომპანიამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა დაირგო ახალქალაქი-კარწახის და ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილებზე. ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის თანამშრომლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
„წელს დავასრულეთ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მიერ ინიცირებული გამწვანებისა და რეკულტივაციის სამ წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჯამში დავრგეთ 1675 ცალი ნერგი. მოხარულნი ვართ, რომ ნერგების ბუნებასთან შერწყმის პროცესი უმეტეს შემთხვაში კარგად წარიმართა და ამისთვის დიდი მადლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ამ ნერგების მოვლა-პატრონობას წლის მანძილზე.

📌ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის თანამშრომლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილეებმა, თეიმურაზ მჭედლიძემ ,მკრტიჩ მღდესიანმა და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights