16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალიტეტის გენდერულ სპეციალისტთან თანამშრომლობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის მიხედვით (3.1.2.) განახორციელა ​16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
დღეს, 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე​ ნაირი ირიციანი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:
✅ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის. . ისტორია.
✅პირველი ქალი დეპუტატები საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში.
✅მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მოღვაწე წარმატებული ქალების ისტორიების გაშუქება, რომლებიც პირველები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში.
მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი​ მნიშვნელოვანი​წვლილისთვის პროფესიულ საქმიანობაში​ ​ ​წარმატებულ​ ქალბატონებს გადაეცათ სერთიფიკატები და​ ​ სიმბოლური საჩუქრები.
ერთად ძალადობის წინააღმდეგ.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights