„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალიტეტის გენდერულ სპეციალისტთან თანამშრომლობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის მიხედვით (3.1.2.) განახორციელა 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
დღეს, 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:
მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანიწვლილისთვის პროფესიულ საქმიანობაში წარმატებულ ქალბატონებს გადაეცათ სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
ერთად ძალადობის წინააღმდეგ.


