შეხვედრა სოფელ თურცხის მოსახლეობასთან

შეხვედრა სოფელ თურცხის მოსახლეობასთან

10.03.2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანა ღევენიანის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა სოფელ თურცხის მოსახლეობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, კომისიის თავმჯდომარეები სედა მელკუმიანი და სოღომონ ასლანიანი და მერის წარმომადგენელი საჰაკ არაქელიანი.
ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს, დაკავშირებულია სასმელი წყლის სეზონურ დეფიციტსა და წყლის სისუფთავესთან. ყველა დამსწრის თქმით, სასმელი წყლის დეფიციტის საკითხის მოგვარება შესაძლებელია კანონის ფარგლებში და მკაცრი კონტროლის პირობებში. ამასთან, აღნიშნეს, რომ პრობლემატურია აგრეთვე სარწყავი სისტემა.
კარტოფილის მოსავალს არ უჩივიან, თუმცა აქ სარეალიზაციო ბაზრის არარსებობის საკითხიც დგას.
ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ გარემონტებული ახალგაზრდობის სახლისთვის სასურველია იყოს სპორტული ინვენტარი: მაგიდის ჩოგბურთი, სხვა სპორტული ინვენტარი.
ადგილობრივებმა კმაყოფილება გამოთქვეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა მშვიდ პირობებში აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, გაიზარდა პენსიები და ინფორმირებულნი არიან, რომ მომავალ წელსაც გაიზრდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობითაც კმაყოფილნი არიან და აღნიშნეს, რომ სოფლისთვის საჭირო წყალსაცავები შენდება და წლიდან წლამდე თვალსაჩინოა ცვლილებები უკეთესობისკენ. როგორც მერიის, ასევე საკრებულოს მიერ განხორციელებული სამუშაოების ეფექტურობა შესრულებული სამუშაოს წარმატების გარანტიად თვლიან.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights