
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მერიის შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება – 11623061
საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისა და საერთო კრებების/კონსულტაციების გამართვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
შეგახსენებთ, რომ სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 30 იანვარს დაიწყება და 14 თებერვლამდე გაგრძელდება. მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2023 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 922 000 ლარია გამოყოფილი.

