1.საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გარკვეული სოციალური ჯგუფების დახმარების პროგრამა. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები, მრავალშვილიანი დედები,შშმ პირები და ა.შ.).
2. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა (100-1500 ლარი) და/ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ
3. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან, ან/და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
4.დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
