ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია), დაფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა;
ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაფინანსდება ექიმის მოთხოვნილების საფუძველზე 500 (ხუთასი) ლარამდე;
გ) შშმ ბავშვის სტატუსის მქონე (ასევე დაუნის, აუტისტური სპექტრის მქონე ან სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვი) ბენეფიციარებს დაფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება-მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, თერაპია/მასაჟი – მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”; „ბ”და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება მკურნალობის მომსახურება, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის , 30%-მდე არაუმეტეს, 2000 (ორი ათსი) ლარისა.
