„მამის დღე“

„მამის დღე“

19/06/2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ ინიციატივით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მიერ ორგანიზებული იყო „მამის დღის“-სადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც გაიმართა:
1) მომავლის სახლში, ლამაზი და შინაარსიანი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება მომავლის სახლის მოსწავლეებისა და მამების მონაწილეობით.
2) მერიის შენობის წინ პარკში, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მამებისადმი მიძღვნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პატარა მხატვრები და მათი მამები, საბავშვო ფესტივალი ქალაქ ახალქალაქის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მიერ, რომელშიც ბაღის აღსაზრდელების მამებიც მონაწილეობდნენ.
„მამის დღის“ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ნაირი ირიციანი და მელქონ მაკარიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ინფრასტრუქტურის საკითხებში პასუხისმგებელი, გენდერულ საკითხებში რეგიონის ექსპერტი მარინა გაჩეჩილაძე, სხვა ოფიციალური პირები, მშობლები და სხვანი.
დღესასწაული საინტერესო და წარმატებული იყო.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights