კონფერენცია ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

კონფერენცია ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

15 მაისი ოჯახის საერთაშორისო დღეა.
1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახის საერთაშორისო დღე.
გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ.
2023 წლის 15 მაისს ქ. ახალქალაქის # 1 საჯარო სკოლის “აქტიური მოქალაქე” სამოქალაქო განათლების კლუბში ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა სასკოლო კონფერენცია.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: „ოჯახის საერთაშორისო დღე“, “ადამიანის უფლებები” და „გენდერული თანასწორობა“. ღონისძიების მიზანი იყო „გენდერული თანასწორობის“ შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights