1. სოციალური დახმარება ერთჯერადად გადაეცემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ან ოჯახის წევრის ანგარიშზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ მოძიებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. დახმარების ოდენობის განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ (არაუმეტეს 300 (სამასი) ლარი,ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მოხსენებითი ბარათის საფუძველზე
