1. ქვეპროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (ვადა-ქულის განსაზღვრის თარიღიდან 3 წლის ჩათვლით) და რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).
2. დახმარება გაიცემა ერჯერადად 200-1500 ლარის ოდენობით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დამატებით გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ წესის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ან სხვა. დახმარების ოდენობას განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.
3. თუ დამატებით გამოვლენილი გარემოებები დაკავშირებული არიან ამ წესის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მუხლებთან, რომელიმე მუხლს შესაბამის მუხლიდან დახმარება არ გაეცემა.
