✔️ფესტივალზე გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმე და შემოქმედი ქალბატონების ნამუშევრები და თვითნასწავლი, ნორჩი მხატვრის, არევიკ ხრიმიანის ნახატები.
გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნეს “ზრდასრულთა განათლების” ცენტრის საქმიანობა და მიღწეული შედეგები. აგრეთვე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობაზე გენდერული საკითხებისა და ცნობიერების ამაღლების ჭრილში. გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები , ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები.


