ახალქალაქი ჰესის სამხატვრო კონკურსის ფარგლებში დილისკას, ორჯისა და კორხის სკოლების 24 მოსწავლე დაჯილდოვდა

ახალქალაქი ჰესის სამხატვრო კონკურსის ფარგლებში დილისკას, ორჯისა და კორხის სკოლების 24 მოსწავლე დაჯილდოვდა

01.06.2023წ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ახალქალაქი ჰესის ინიციატივით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკას, ორჯისა და კორხის სოფლების ოთხ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „მე და სუფთა გარემო“ წარმატებით ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობა ოთხი სკოლის 257 მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „მე და სუფთა გარემო“ ორ ასაკობრივ კატეგორიაში (I – V და VI – XII კლასები) გადანაწილდა.
ბავშვათა დაცვის საერთაშორისო დღეს, 2023 წლის 1 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში კონკურსში გამარჯვებული 24 მოსწავლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო რწუმენებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი მელქონ მაკარიანი, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი. კონკურსის ორგანიზატორი კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონკურსში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს პრიზები გადასცა. კერძოდ, I – V კლასების მოსწავლეებმა კოპანიისგან სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად Samsung 7 light და VI – XII კლასების მოსწავლეებმა Samsung A8 პლანშეტები მიიღეს.
„ახალქალაქი ჰესის სოციალური პროგრამის ძირითადი მიმართულებებია გარემოსდაცვა და განათლება. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდოდა, ხაზი გაგვესვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი დედამიწა და მისი ბიომრავალფეროვნება ჩვენთვის და ამ პლანეტაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, აგვემაღლებინა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი თემების მიმართ ცნობიერება. უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრი ვიფიქრეთ პრიზებზე, გვინდოდა ისეთი საჩუქრები შეგვეძინა, რომელიც ისევ და ისევ განთლებასთან იქნებოდა კავშირში. ვფიქრობ, ეს მისიაც შევასრულეთ, პლანშეტი ის საშუალებაა, რომელიც საზღვრებს შლის ტექნოლოგიების საუკუნეში. დღეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია მიგიწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე. ვფიქრობ, ამ კონკურსმა მისია შეასრულა, 257 მონაწილე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, მათი დახმარების გარეშე რთული იქნებოდა ამ კონკურსის ჩატარება. მადლობა თითოეულ მონაწილეს. ვფიქრობ, ასეთი კონკურსები ერთგვარი სტიმულია, მუდმივად იმუშაო საკუთარ თავზე და ყოველ ჯერზე გააუმჯობესო შედეგები“, – განაცხადბა ახალქალაქი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნინო თევდორაშვილმა.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights