ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს საინფორმაციო- სასწავლო ტრენინგებს არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარების შესახებ. კომისია ამ ტრენინგებს ატარებს სხვადასხვა ადგილას (იუსტიციის სახლი, სკოლები, უნივერსიტეტები, პოლიცია და ა.შ.).2023 წლის 11 დეკემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა თანამშრომლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და აპარატისთვის საინფორმაციო- სასწავლო ტრენინგი ჩაატარა, სადაც დეტალურად წარმოადგინა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების პროცედურა, გააცნო ახალი ტექნოლოგიები, უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.
შემდგომ მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.


























