ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მოქალაქეებთან რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მოქალაქეებთან რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

➡️104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბათაძემ და ასეულის სერჟანტმა რამინ ებრალიძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ტერიტორიული რეზერვის“ განახლებული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
➡️განახლებული პროგრამის შედეგად რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 2500+ ლარის ნაცვლად 4200+ ლარი იქნება. ასევე, ისინი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებენ.
➡️ტერიტორიული რეზერვისთვის რეგისტრაციის გავლა საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის, სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით შეუძლიათ.
➡️ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი და საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რეზერვისტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით;
➡️სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდად (შრომის სტაჟად) ითვლება – აქტიური სამსახურის შემთხვევაში – კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი;
სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება – გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი.
➡️სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
➡️სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები;

➡️მოქალაქეები გაივლიან 36-დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა), ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეისწავლიან რეალურ საბრძოლო უნარებს. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
✅საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, მერის მეორე მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

✅საბუთების მიღება მიმდინარეობს ქალაქი ახალციხე, კოსტავას ქ.N1, ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 📞 591 55 05 68; 577 19 23 90 ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე:
💻onlinebct.mod.gov.ge

 

 

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights