ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “ახალქალაქობა 2023” აღინიშნა
ქალაქი 959 წლისაა!
მოსახლეობას ქალაქის სახელობითი დღე ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მიულოცა.
ადგილობრივებს ახალქალაქობა ასევე მიულოცეს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა იოსებ ალიბეგაშვილმა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში, “ახალქალაქობა 2023”-თან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიებები გაიმართა. აქტივობებს შორის იყო გამოფენები, ანიმაციური გმირების შოუ, ბავშვთა გასართობი პროგრამები, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, ახალქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა და მისი საზეიმო ვითარებაში აღნიშვნა არ მომხდარა.
გაუქმდა გალაკონცერტი და ადგილობრივი ანსამბლების მიერ ორგანიზებული ფოლკლორული საღამოც.
“ახალქალაქობა 2023”-ს ასევე ესწრებოდნენ – სომხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის დეპუტატი სმბატ კურეღიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
















