ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების ჩუნჩხა-პტენის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სრულდება.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
1743 მეტრიან მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, შედეგად სოფლის მოსახლეობა მალე შეძლებს შეუფერხებლად გადაადგილებას.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 1 051 420 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს “ჯავახავტოგზა” ასრულებს.

