02/06/2023 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო გენდერული თანასწორობა და მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობა.
შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.







